სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები
ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები.
დღის განმავლობაში გაიწმინდა ქალაქი ცაგერი და მიმდებარე სოფლები.
ტექნიკა აქტიურად მუშაობს ყველა სოფლის მიმართულებით.
პარალელურ რეჟიმში ენერგო პრო ჯორჯიას ჯგუფები ახორციელებენ ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან. ტარდება ყველა შესაძლო ღონისძიება პრობლემების დროულად მოგვარების მიზნით.


