სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ღონისძიება გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ბავშვთა ღონისძიება გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ა/ა/იპ „ქალთა, ბავშვთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის“ ცენტრმა( ხელმძღვანელი მარინე სვანიძე), სოციალური პროექტების ფარგლებში, ბავშვების მფარველი წმინდანის დღეს „სიხარულის ბარბარობის“ ღონისძიება გამართა.
სოციალურ პროექტში 40 ბავშვი იღებდა მონაწილეობას, საღამოზე საზოგადოების წინაშე წარდგნენ ცენტრთან არსებული მუსიკალური სტუდიის-,,თბილი სახლის“-(ხელმძღვანელი ცენტრის დირექტორის მოადგილე იზა ხეცურიანი) მომღერლები, ნიჭიერი მხატვრები, საინტერესო ხელნაკეთობების ავტორები, გერმანული ენის ჯგუფის( ხელმძღვანელი ცენტრის განათლების მიმართულების სპეციალისტი იზო ხვადაგიანი) მოსწავლეები.
„სიხარულის ბარბარობის“ დღესასწაულში ცაგერის, ჩხუტელის, აღვის, ქვედა ცაგერის, ნასპერის, დეხვირის საჯარო სკოლების ბავშვები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი, ა/ა/იპების ხელმძღვანელები, მშობლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საღამოს ბოლოს მონაწილე ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

სიახლეები