სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში თოვლწმენდის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე გაწმენდილია ქალაქი ცაგერი და სოფლების ცენტრალური გზები. გასაწმენდია 4 სოფლის ცენტრალური გზა, ასევე, საუბნო გზები და ჩიხები.
ამ დროის მონაცემებით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ელექტროენერგია მიეწოდება ქალაქ ცაგერს და ყველა სოფელს.
თოვლწმენდის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი
გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.


