სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს თოვლის წმენდის მიმართულებით არსებული მდგომარეობა თითოეულ სოფელში, აღსანიშნავია,რომ ამ დროის მონაცემებით, ცენტრალური გზა გაწმენდილია ყველა სოფლის მიმართულებით.
სამუშაო თათბირზე ისაუბრეს მოსახლეობის მიმდინარე საყოველთაო აღწერასთან დაკავშირებით.
თათბირზე მიმოიხილეს დაგეგმილი კულტურული აქტივობები, განიხილეს სოციალური და სპორტული პროექტები, მერიის სამსახურებში არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.

სიახლეები