სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი საჯარო მოხელეები მოინახულეს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი საჯარო მოხელეები მოინახულეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე-მარიკა კოპალიანი, ოჯახებში ესტუმრნენ ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დალი(ცუნცულა) ახვლედიანი და პიერ ფუტკარაძე სოფელ ლარჩვალში ცხოვრობენ და ამჟამად ოჯახურ მეურნეობას უძღვებიან, გულივერ ბრეგვაძე სოფელ ლასურიაშში ცხოვრობს, ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია, თავის სოფელსა და ლეჩხუმში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, ბატონი კარლო მუშკუდიანი კი დღესაც აგრძელებს საჯარო სამსახურში მოღვაწობას.
ყველა მათგანი, ავტორიტეტით გამორჩეული ლეჩხუმელი ადამიანები, საჯარო სამსახურში 50 წელზე მეტ ხანს მუშაობდნენ წარმატებით.
დღეგრძელობას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ თითოეულ მათგანს თავიათ დიდ ოჯახებში! ისინი ამშვენებენ ლეჩხუმს და ლეჩხუმის საზოგადოებას.

სიახლეები