სიახლეები
ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა
ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა.
პატარებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიების მომზადებაში ჩართული გახლდნენ ბაღის გამგე მადონა ლეთოდიანი, პედაგოგები- ნანა ხეცურიანი, თამარ ყურაშვილი, მუსიკის პედაგოგი ლია სტეფანოვა, აღმზრდელის თანაშემწე ეკა ჩაფრავა.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პატარებს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.


