სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტია მერმამუნიციპალიტეტში მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტია მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა დაათვალიერეს ინფრასტრუქტურული ობიექტები,მათ შორის,ალპანის შიდა სასოფლო გზის და წყალსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები,ტვიშისა და სურმუშის შიდა სასოფლო გზების აღდგენითი სამუშაოები.ეწყობა წყალდამწრეტი ცხაურები,გაბიონები,ალპანაში იგება ბეტონის საფარი.
ინსპექტირებისას ალპანის გზასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარკვეული ხარვეზები,სამუშაოთა მწარმოებლებს მიეცათ ვადა არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად,წინააღნდეგ შემთხვევაში, მერია დააყენებს როგორც სამუშაოთა მწარმოებლების,ასევე შ.პ.ს ,,ექსპერტიზა,მშენებლობა,დიზაინის"პასუხისმგებლობის საკითხს,რომელიც ზედამხედველობას უწევს სამუშოთა შესრულების ხარისხს.
ალპანის შიდა სასოფლო გზის და წყალსადენის სარებილიტაციო სამუშაობის სახელშეკრულებო ღირებულებაა 41 409 94 ლარი,ტვიშის შიდა სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 28 281 20 ლარი,სურმუშის სასოფლო გზის აღდგენითი სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 208 82 65 ლარი.

სიახლეები