სიახლეები

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი ციური ახვლედიანი)საახალწლო ზეიმი გაიმართა

ცაგერის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში (დირექტორი ციური ახვლედიანი)საახალწლო ზეიმი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული წრეების აღსაზრდელები და შემოქმედებითი ჯგუფები.
მუსიკალური, ლიტერატურული და თეატრალური ნომრები, ერთმანეთს ცვლიდნენ.
საახალწლო საღამომ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გუგავა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
ღონისძიების მონაწილე ბავშვებს მერიისგან საჩუქრები გადაეცათ.

სიახლეები