სიახლეები

ცაგერის #1 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა

ცაგერის #1 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა.
პატარებმა წარმოადგინეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, ქორეოგრაფიული ნომრები.
ღონისძიების მომზადებაში ჩართული გახლდნენ ბაღის გამგე ცარო გუგავა , პედაგოგები- ნათია კოპალიანი, თამუნა ლეშკაშელი, მუსიკის პედაგოგი რუსუდან კოპალიანი, ლოგოპედი მადონა ბერიძე, აღმზრდელის თანაშემწე სოფო დარსალია.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პატარებს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სიახლეები