სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენელთან ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა კოპალიანმა მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენელთან მაია გუგავასთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში საქართველოს ,,წითელი ჯვრის'' საზოგადოების მიერ, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით შემოტანილი ჰუმანიტარული ტვირთი გაანაწილა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ,,წითელი ჯვრის" საზოგადოების წარმომადგენელთან- ანა ჭაბუკიანთან ერთად სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს ოჯახებში გადასცეს ჰუმანიტარული პაკეტები.


