სიახლეები

ცაგერის #2 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა

ცაგერის #2 საბავშვო ბაღში საახალწლო ზეიმი გაიმართა.
პატარებმა წარმოადგინეს მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიების მომზადებაში ჩართული გახლდნენ ბაღის გამგე ლელა კვირიკაშვილი , პედაგოგები- მეგი მურცხვალაძე, გვანცა მეშველიანი, მუსიკის პედაგოგი მზია ცხადაია, ლოგოპედი ნონა ჩაკვეტაძე, ფიზკულტურის მასწავლებელი ლალი ფრუიძე, აღმზრდელის თანაშემწე ჯენი სილაგაძე.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პატარებს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.

სიახლეები