სიახლეები
30 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ საახალწლო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
30 დეკემბერს ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარმა ბიბლიოთეკამ(დირექტორი-ბელა საღინაძე)საახალწლო ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა.
საგულდაგულოდ მოწყობილი გარემო დახვდათ ნასპერის, აღვის, ლუხვანოს, დეხვირის, ლასურიაშის, ჩხუტელის, წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის და ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს.
ბავშვებმა შესანიშნავად მოირგეს თოვლის დედოფლის, ფიფქების, თოვლის ბაბუს, მეკვლისა და ახალი წლის როლები.
ღონისძიება მიჰყავდათ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარიამ საღინაძეს და ანდრია ხაბულიანს.
ნასპერელი ლევან ხვადაგიანის საოცრად წაკითხულ ლექსს ერწყმოდა საბა მურცხვალაძის, თეკლა ახვლედიანის და ანდრია ხაბულიანის ტკბილი ჰანგები.
ღონისძიების სახელწოდება გახლდათ ,,გილოცავთ ახალსა წელსა, იცოცხლეთ, გაიხარეთა!" და როგორც ყოველთვის, ბიბლიოთეკის ყურადღება მიმართული გახლდათ ღონისძიებაში ყველა სკოლის მონაწილეობას და აქტივობაზე.
მოსწავლეებს ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ.მონაწილეებს გადაეცათ საახალწლო ტკბილეული.


