სიახლეები
ძვირფასო ლეჩხუმელებო! გილოცავთ ახალ 2025 წელს, რომელიც მალე შემობრძანდება!
ძვირფასო ლეჩხუმელებო!
გილოცავთ ახალ 2025 წელს, რომელიც მალე შემობრძანდება!
გასული წელი უკვე ისტორიის კუთვნილებაა.სირთულეებს, რაც ჩვენი ცხოვრების თანამდევია, ვერასდროს გავექცევით, მაგრამ იყო ბევრად მეტი, უამრავი ლამაზი დღე, უამრავი დადებითი ემოცია.
მთავრობის მხრიდან განხორციელდა ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი.წელს ჩვენთვის უმნიშნელოვანეს გაზიფიცირების პროცესს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას და რომლის წარმატებული გაგრძელება იქნება დამდეგ წელს.
მინდა, ახალი წელიწადი ბედნიერი ცვლილებების წელი იყოს ჩვენი სამშობლოსთვის, ლეჩხუმისთვის,თქვენი ოჯახებისთვის.ყველა თქვენი და ასევე, ჩვენი საერთო პრობლემა მოგვარდეს.ჯანმრთელობა,ხვავი,ბარაქა გამრავლება,სულის სიმშვიდე მინდა გისურვოთ,ჩემო საყვარელო ადამიანებო,გეხაროთ სიცოცხლით! ვერაფერმა ვერ უნდა შეცვალეს თქვენი ბედნიერი საახალწლო განწყობა, ზეიმი ოჯახის წევრებთან,ყველაზე დიდი ბედნიერებაა.ამ დროს განსაკუთრებული გამხნევება იმ ადამიანებს სჭირდებათ,რომლებიც ოჯახებიდან,სამშობლოდან შორს იმყოფებიან.
წინ შობის თბილი დღესასწაულია.შობა ყველა ჩვენგანს განსაკუთრებით გვიყვარს და გვაიმედებს.
უფალი გფარავდეთ და გწყალობდეთ!
მიიღეთ გულწრფელი წინასაახალწლო მილოცვა ჩემგან!
პატივისცემით,
რევაზ ახვლედიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი.


