სიახლეები
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინა.
საზეიმო ღვთისმსახურებას, მრევლთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი დაესწრო.
ლიტურგია დეკანოზმა- მამა გიორგიმ(მდივანი) აღავლინა.
,,გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრიდან, დღესასწაულს, რომელიც ღვთიური მადლით და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედით ავსებს ადამიანებს.უფლის წყალობას და სიძლიერეს ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, თითოეულ ქართველს"-რევაზ ახვლედიანი.


