სიახლეები
ლეჩხუმში,შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ,,ალილოს" სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობდა
ლეჩხუმში,შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად, ,,ალილოს" სადღესასწაულო მსვლელობა მიმდინარეობდა.
ქალაქ ცაგერში საშობაო მსვლელობას დეკანოზი-მამა გიორგი(მდივანი) უძღვებოდა.
ადგილობრივ მრევლთან ერთად, ,,ალილოს" ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ საშობაო საჩუქრებით.
შეგროვილი შემოწირულობა იმ ოჯახებს გადაეცემათ, რომელთაც თანადგომა განსაკუთრებით ესაჭიროებათ სადღესასწაულო დღეებში.


