სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მიმდინარე სოციალური პროექტები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული აქტივობები, მერიის თითოეულ სამსახურში არსებული მდგომარეობა.
აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.

სიახლეები