სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი შედგა
ცაგერის კულტურის ცენტრში საახალწლო კონცერტი შედგა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები- ,,ლეჩხუმი" და ,,ახალი თაობა",ლეჩხუმელი ახალგაზრდები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, მერიის განათლების, კულტურის,სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.
ცაგერის კულტურის ცენტრმა კიდევ ერთი შთამბეჭდავი შემოქმედებითი საღამო აჩუქა ლეჩხუმის საზოგადოებას.


