სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან- ვასილ საღინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ ) შეხვდა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან- ვასილ საღინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ ) შეხვდა.
თათბირს ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა.
შეჯამდა გასულ წელს განხორციელებული პროექტები და შესრულებული სამუშაოები სფეროების მიხედვით.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ მიმდინარე წლისთვის დაგეგმილ აქტივობებს და პროექტებს.
თათბირზე განიხილეს სფეროებში არსებული გამოწვევები, იმსჯელეს საჭიროებებზე, რომლებიც სხვადასხვა სამსახურში გამოიკვეთა .
სამსახურების უფროსებმა ხელმძღვანელებისგან დავალებები მიიღეს და უახლოესი კვირების სამუშაო გეგმა დასახეს.