სიახლეები
ლეჩხუმმა ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა
ლეჩხუმმა ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა.
ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღავლინა დეკანოზმა- მამა გიორგიმ(მდივანი).
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლმა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მონასტერში გადაინაცვლა, სადაც წყალკურთხევის, ნათლობის და განბანის რიტუალები აღასრულა მამა ილარიონმა.
სადღესასწაულო ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი და გიორგი გუგავა.
ნათლისღების მადლი ფარავდეს ლეჩხუმს და სრულიად საქართველოს