სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე განიხილეს მიმდინარე სოციალური პროექტები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მერიის თითოეულ სამსახურში არსებული მდგომარეობა, უახლოეს დღეებში განსახორციელებელი აქტივობები.
აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება განახლებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი, ასევე, მალე დაიწყება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, წინადადებების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები სოფლებში.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა მიმდინარე კვირაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.