სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი წარმართავდა, რომელსაც მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილეები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სახელმწიფო ბიუჯეტით 2020 წელს დასაფინანსებელ პროგრამებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის, სტიქიის პრევენციის შესახებ, სოფლის პროგრამების მიმდინარეობაზე, საჯარო სკოლებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
დღესვე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომაც გაიმართა.
სხდომაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს,მათ შორის:
- 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის კორექტირება;
-რეგიონის შიდა საზოგადოებრივი სატრანსპორტო მიმოსვლა;
-მიწის რეგისტრაციის პროცესის მიმდინარეობა;
-ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების 6 თვის ანგარიში.

სიახლეები