სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე დეტალურად განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, წინადადებების შერჩევის მიზნით, საერთო კრებების ჩატარების საორგანიზაციო საკითხები.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.