სიახლეები

ქალაქ ცაგერის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

ქალაქ ცაგერის ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა!
იხილეთ ელექტონული ტენდერის ბმული: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=612797&lang=ge
პროექტის სატენდერო ღირებულება- 737 277 ლარს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსება.
ელექტრონული ტენდერი 17 იანვარს გამოცხადდა და 7 თებერვალს შედგება.
განახლებულ სტადიონზე მოეწყობა 300 ადგილი მაყურებლისთვის, 30 ადგილიანი ვიპ-ლოჟა, სივრცე მედიის წარმომადგენლებისთვის, საშხაპეები. ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე.

სიახლეები