სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო
ცაგერის მუნიციპალიტეტში მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო.
მერიის ინიციატივას საკრებულო, მუნიციპალიტეტში არსებული სხვადასხვა დაწესებულებები, ა/ა/იპ-ები, სოციალური პროგრამით დასაქმებული ადამიანები შეუერთდნენ.
დასუფთავდა დაწესებულებების ეზოები და მიმდებარე ტერიტორიები, ,,ცივი წყაროს"და ,,მწვანე თეატრის" მისასვლელები, სოფლების ცენტრალური ნაწილები.
დასუფთავების აქციაში ჩართული გახლდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე.
მსგავსი ტიპის აქციები ცაგერის მუნიციპალიტეტში კვლავ იგეგმება,რაც დადებითად აისახება ჩვენი ქალაქის და მთელი ლეჩხუმის იერსახეზე.


