სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა შედგა.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი მეწარმეები და კონტრაქტორ კომპანია შ.პ.ს. ,,ჯეოექსპერტის" წარმომადგენლები, აღნიშნული კომპანია მიმდინარე წელს ტექნიკურ ზედამხედველობას უწევს ცაგერის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები.
კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა ინფორმაცია წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებულ და შესასრულებელ სამუშაოებზე, დეტალურად განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არსებული მდგომარეობა.
განსაკუთრებული აქცენტი ხელმძღვანელების მიერ გაკეთდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ხარისხსა და ვადებზე.

სიახლეები