სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება

ცაგერის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა იწყება.
პროექტებს სოფლის მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით იმ შეხვედრებზე შეარჩევს, რომლებიც წინასწარ შედგენილი გრაფიკით 4 თებერვლიდან დაიწყება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტებისთვის გამოყოფილია 620 000 ლარი. შეხვედრები მუნიციპალიტეტის 58 დასახლებულ პუნქტში გაიმართება.
დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან დაკავშირებულ საკითხებს და საპროექტო წინადადებების მიღების პროცესს კოორდინაციას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობის პირები გაუწევენ.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025“ - ის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი საერთო კრებებისა და კონსულტაციების გრაფიკი იხილეთ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე -https://tsageri.gov.ge/.../495-2025-tslis-soflis...

სიახლეები