სიახლეები
ცაგერში ცნობილი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
ცაგერში შედგა ცნობილი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო ,,სიმღერაა მთელი ჩემი ცხოვრება".
ღონისძიება გაიმართა მუნიციპალიტეტის /მერი ავთანდილ უგრეხელიძე,საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა/ ფინანსური მხარდაჭერით.
საპატიო სტუმარს გულთბილად მიესალმნენ ცაგერის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,სალაღობო",ქალთა ანსამბლი ,,მერდინი" და პროექტ ,,ნიჭიერის" ფინალისტი გულნაზ გოლეთიანი.
საინტერესო საღამო,რომელშიც ვაჟა აზარაშვილთან ერთად მომღერლის მეუღლე,პოეტი მანანა დანგაძე და მომღერალი ზურაბ კობეშავიძე მონაწილეობდნენ, მიჰყავდა ლადო ხელაშვილს.
ღონისძიების ბოლოს კულტურის ცენტრის დირექტორმა დარეჯან საღინაძემ საპატიო სტუმარს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
სიმღერისა და პოეზიის ზეიმი გვიან საღამომდე გაგრძელდა.
ლეჩხუმელ მსმენელთან ერთად,რომელმაც გულთბილად მიიღო ხელოვანი სტუმრები,საღამოს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე ხელმძღვანელ პირებთან ერთად.
ეს იყო ლამაზი საღამო,რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება


