სიახლეები

10 ივლისს 16 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში გეპატიჟებით ანსამბლ ,,რუსთავის"საიუბილეო კონცერტზე

ანსამბლი „რუსთავი“ საქართველოს რეგიონებში
საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“ საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტებს გამართავს, რომელზე დასწრება უფასო იქნება.
ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის განცხადებით, „რუსთავს“ 50 წლის იუბილე აქვს, რომლის ფარგლებშიც, საკონცერტო ტურნეები უცხოეთის გარდა, საქართველოშიც ჩატარდება.
საქართველოში კონცერტებზე დასწრება თავისუფალი იქნება. მსმენელის წინაშე მომღერლებთან ერთად, ანსამბლის დამფუძნებელი, მუსიკალური ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი წარსდგება, რომელიც ანსამბლის დაფუძნებისა და ქართული ფოლკლორის შესახებ ისაუბრებს.
პირველი კონცერტი 8 ივლისს 18.00 საათზე ახალქალაქის კუტურის სახლში გაიმართება.
9 ივლისს, 19.00 საათზე კონცერტი მესხეთის ახალციხის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება;
10 ივლისს 16.00 საათზე ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტს მსმენელი ცაგერის კულტურის სახლში მოისმენს;
11 ივლისს 19.00 საათზე კი, ონის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში გაიმართება კონცერტი.

სიახლეები