სიახლეები

,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, 4 თებერვლიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, 4 თებერვლიდან, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, თემების მაჟორიტარ დეპუტატებთან, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ტვიშის, ჩქუმის და ჩხუტელის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა განსახორციელებელი პროექტები.
მიმდინარე წელს პრიორიტეტულია გზის შეკეთება, სანიაღვრე არხების მოწყობა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა სოფლად
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

სიახლეები