სიახლეები
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ზუბის, ორბელის, აღვის,ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა განსახორციელებელი პროექტები.
მიმდინარე წელს პრიორიტეტულია გზის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა, ასევე სასაფლაოს და ტაძართან მისასვლელი გზის კეთილმოწყობა, წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.


