სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან- ვასილ საღინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ ) შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან- ვასილ საღინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მოქმედ დაწესებულებათა ხელმძღვანელებს (ა/ა/იპ ) შეხვდა.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა.
შეჯამდა დასრულებული,განხორციელებული პროექტები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს და პროექტებს სფეროების მიხედვით.
თათბირზე განიხილეს სფეროებში არსებული გამოწვევები, იმსჯელეს საჭიროებებზე, რომლებიც სხვადასხვა სამსახურში გამოიკვეთა .
სამსახურების უფროსებმა ხელმძღვანელებისგან დავალებები მიიღეს და უახლოესი კვირების სამუშაო გეგმა დასახეს.

სიახლეები