სიახლეები

სოფელ ქვედა ცაგერის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

3 ივლისს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურმა წარმომადგენელმა, თამარ გოგოლაძემ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, დავით ხეცურიანთან თანამშრომლობით შედგა. შეხვედრას ესწრებოდნენ საბავშვო ბაღის პედაგოგები და სოფლის მოსახლეობა.შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებს, ევროკავშირთან მიმართებაში საზოგადოებაში გავრცელებულ მითებს, ასოცირების ხელშეკრულებას, ნატო-საქართველოს ურთიერთობასა და სამომავლო პერსპექტივებს. მონაწილეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები ევროინტეგრაციის საკითხებზე და ისაუბრეს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის პირად გამოცდილებაზე. შეხვედრის ბოლოს გადაეცათ თემატური საინფორმაციო მასალა.
შეხვედრა ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.
 

სიახლეები