სიახლეები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, საირმის, ოყურეშის, ოფიტარის მოსახლეობას შეხვდნენ და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეირჩა განსახორციელებელი პროექტები.
მიმდინარე წელს აღნიშნულ სოფლებში პრიორიტეტულია: გზის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წელს, ცაგერის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხა შეადგენს 620 000 ლარს.
აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

სიახლეები