სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 26 თებერვალს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე კარლო მუშკუდიანი.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი:
-
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის N 28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.