სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2025 წლის 26 თებერვალს საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა.

მიღებულ იქნა დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხის და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე (/ 89.03.23.126) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 22.00 კვ. ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - ქალაქ ცაგერში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე ძველი პოლიციის შენობის (/ 89.03.22.014) პირველი სართულის ნაწილის 118.00 კვ. ფართის ელექტრონული აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით - იჯარით გადაცემაზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით მუნიციპალური ტრანსპორტის ხელშეწყობის მუხლიდან სუბსიდიის გაცემის შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის 12 დეკემბრის №37 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

სიახლეები