სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები.
მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ანგარიში, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სოფლებში მიმდინარე საერთო კრებების შესახებ. კრებებზე მოსახლეობა წარმოადგენს წინადადებებს იმ პროექტების შესახებ, რომელთა განხორციელება სოფლისთვის პრიორიტეტულია.
სოფლის საერთო კრებების მიმდინარეობა მალე დასულდება და შეჯამდება მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი წინადადებები.
სამუშაო თათბირზე აქცენტი გაკეთდა ლეჩხუმში მიმდინარე თოვლწმენდის სამუშაოებზე, მნიშვნელოვანია, დროულად იქნას აღმოფხვრილი გადაადგილების პრობლემა სოფლების მიმართულებით .
თათბირზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სოციალური პროექტები, დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, მერიის თითოეულ სამსახურში არსებული მდგომარეობა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა მიმდინარე კვირაში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.


