სიახლეები

გაეროს ქალთა ორგანიზაციიის პარტნიორი ფონდი "ტასოს" გენერალური დირექტორის მოადგილემ ცაგერის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა

5 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში მომქმედ გენდერულ საბჭოს გაეროს ქალთა ორგანიზაციიის პარტნიორი ფონდი "ტასოს" გენერალური დირექტორის მოადგილე ცისანა გოდერძიშვილი შეხვდა. შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ცაგერის მუნიციპალიტეტში სრულყოფილი გენდერული ბიუჯეტირების ფორმირება,. ყურადღება გამახვილდა ქალთა გაძლიერების,გააქტიურების,ეკონომიკური პროგრამების,ადგილობრივ თვითმმართველობებში მათი ჩართულობის,საჭიროებების მოკვლევისა და გამოვლენის საკითხებზე. 
შეხვედრას ესწრებოდნენ გენდერული საბჭოს წევრები, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი,საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გუგავა(გენდერული საბჭოს თავმჯდომარე)

სიახლეები