სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რამდენიმე სოფელში, სადაც ჯერ კიდევ გასაწმენდია სასოფლო გზა, აქტიურად მუშაობს ტექნიკა.
დღის განმავლობაში, გზის გაწმენდით სამუშაოებს მაღალმთიან სოფლებში- ზუბში, ჩქუმში, ქულბაქში, სპათაგორსა და ლაცორიაში, ეცნობოდნენ ცაგერის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.
ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება ქალაქ ცაგერს და ლეჩხუმის ყველა სოფელს.
ხვალ კვლავ გაგრძელდება თოვლწმენდის სამუშაოები და ყველა დარჩენილ პრობლემურ მონაკვეთს მოიცავს.


