სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, პირველ მოადგილესთან- ვასილ საღინაძესთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს შეხვდა.
სამუშაო თათბირზე განიხილეს ჩატარებული და მიმდინარე თოვლწმენდის სამუშაოები.აღსანიშნავია,რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროული და წარმატებული რეაგირება განახორციელეს დიდთოვლობის მიერ გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციოდ.
სამუშაო თათბირზე განიხილეს სამსახურებში არსებული მდგომარეობა.
შეჯამდა დასრულებული, განხორციელებული პროექტები.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, პროექტებს და გამოწვევებს, სფეროების მიხედვით.
სამსახურების უფროსებმა ხელმძღვანელებისგან დავალებები მიიღეს და უახლოესი კვირების სამუშაო გეგმა დასახეს.


