სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს“ მორიგი სხდომა გაიმართა, რომლის თავმჯდომარეა მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი.
სხდომაზე განიხილეს ცაგერის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
შშმ პირთა ბაზის განახლება.შშმ პირების დაცვის 2025 წლის სამუშაო გეგმის გაცნობა.
/მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/.
შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირების მიზნით, ფიზიკურ გარემოში არსებული ბარიერების გამოვლენა და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების გატარება.
/მომხსენებელი დავით ჩაკვეტაძე/.
იგეგმება სხვადასხვა ღონისძიება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ხელშეწყობისათვის.

სიახლეები