სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ცაგერის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქ ცაგერის და სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლებში ეწყობა განახლებული სასწავლო სივრცეები, შენობაში განთავსდება სველი წერტილები, მოეწყობა კომპიუტერული ცენტრი, სამედიცინო მომსახურების სივრცე, კვების ბლოკი. შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული, სრულად ადაპტირებული შშმ პირებზე.
მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, მერის პირველმა მოადგილემ ვასილ საღინაძემ.
სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.


