სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ ქალბატონს ქალთა დღე მიულოცეს

ცაგერის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ ქალბატონს ქალთა დღე მიულოცეს.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი ოჯახში ესტუმრნენ ყოფილ საჯარო მოხელეს, ყვავილები, მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
დიანა ცვარიანი 50 წელზე მეტ ხანს მუშაობდა საჯარო სამსახურში, საპასუხისმგებლო პოზიციაზე.იგი სოფელ გვესოში ცხოვრობს და ამჟამად, ოჯახურ მეურნეობას უძღვება.
ქალბატონი დიანა კარგი შვილების დედაა, იგი დღესაც დიდი ავტორიტეტით
სარგებლობს საზოგადოებაში.
ვულოცავთ ქალბატონ დიანას გაზაფხულის დღესასწაულებს,დღეგრძელობას და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ!

სიახლეები