სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა სამუშაო თათბირი გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიაში, მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, პირველ მოადგილესთან-ვასილ საღინაძესთან ერთად, სამუშაო თათბირი გამართა.
თათბირს ესწრებოდნენ მერიის ადმინისტრაციული ერთეულების ხელმძღვანელები.
თათბირზე დეტალურად განიხილეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, წინადადებების შერჩევის მიზნით, ჩატარებული საერთო კრებების შედეგები.
ცაგერის მუნიციპალიტეტში სოფლის საერთო კრებები დასრულების პროცესშია, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე სოფელი.შემდეგ ეტაპზე, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმების შემდეგ დაიწყება სამუშაოები ხალხის მიერ შერჩეული სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განსახორციელებლად.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, დიდთოვლობის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად დაისახა უახლოეს დღეებში განსახორციელებელი მნიშვნელოვანი აქტივობები.


