სიახლეები

13 მარტს ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში(დირექტორი-ბელა საღინაძე) გაზაფხულის შემოსვლა იზეიმეს

13 მარტს ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში(დირექტორი-ბელა საღინაძე) გაზაფხულის შემოსვლა იზეიმეს.
ნაირფერი ყვავილებით მორთულ სივრცეში მოეწყო განსხვავებული ღონისძიება -,,ვინც ამ გაზაფხულს ზეცაში შეხვდა, ღმერთო, მიულოცე ყველას!"
ღონისძიება მიეძღვნა ლეჩხუმელ ქალბატონებს, რომლებმაც სამუდამო სასუფეველში დაიდეს ბინა, ბევრმა მათგანმა, ძალიან ნაადრევად და თავიანთი სამაგალითოდ გავლილი გზით, აქ დარჩენილებს ბევრს გვასწავლიან და ცხოვრებას გვიადვილებენ.
ღონისძიებაშიმონაწილეობდნენ:ღვირიშის საჯარო სკოლის მოსწავლე ლევან ხვადაგიანი, ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი გუგავა, ლასურიაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ნინი ხეცურიანი და მელანო მერცი, ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ლიზი და ანასტასია გუგუშვილები,დეა საღინაძე,მთავარი ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი გულო სვანიძე,განათლების სახლის ხელმძღვანელი იზოლდა ხვადაგიანი. ღონისძიება შეაჯამა და ქალბატონებს გაზაფხული მიულოცა მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ბელა საღინაძემ.
ორგანიზატორს მადლობა გადაუხადეს და ქალბატონებს გაზაფხულის დადგომა მიულოცეს:ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი გუგავამ, ცაგერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი სილაგაძემ,ა(ა)იპ ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინე სვანიძემ, ცაგერის მუზეუმის დირექტორმა ნატო ზაქარიაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა,მრავალშვილიანმა დედამ-თეა დავითულიანმა.
ღონისძიება მიჰყავდათ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებს-ანდრია ხაბულიანს და მარიამ საღინაძეს.

სიახლეები