სიახლეები
ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღში(ბაღის გამგე მადონა ლეთოდიანი) საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა
ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღში(ბაღის გამგე მადონა ლეთოდიანი) საგაზაფხულო ღონისძიება გაიმართა.
ბაღის აღსაზრდელებმა მუსიკალური, ქორეოგრაფიული ნომრებით, ლექსებით სასიამოვნო საღამო აჩუქეს დამსწრე საზოგადოებას.გაზაფხულის დადგომა მიულოცეს ქალბატონებს.
ზეიმის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს პედაგოგებმა- ნანა ხეცურიანმა,თამუნა ყურაშვილმა, მუსიკის მასწავლებელმა ლია სტეფანოვამ, აღმზრდელის თანაშემწემ ეკა ჩაფრავამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მარიკა კოპალიანი, გიორგი გუგავა, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა ბურჯალიანი .


