სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
სანიაღვრე არხების და საყრდენი კედლის დასრულების შემდეგ, გზაზე მოეწყობა რკინა-ბეტონის საფარი.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა რევაზ ახვლედიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

სიახლეები