სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 19 მარტს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ.“

პროექტი განსახილველად გადაეცა  საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 26 მარტს,  10:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის # 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ  საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 26 მარტს 12:30 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.“
  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - სოფელ ორბელში მდებარე 11 597.00 კვ. (/89.04.29.872) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით - სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო ,,უზუფრუქტი“) ()იპ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სარაგბო კლუბ ,,ამარანტებზე’’ (/ 442573029) გადაცემის შესახებ.

პროექტები განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 25 მარტს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2025 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმის  დამტკიცების შესახებ.“

განკარგულების პროექტზე მუშაობა და საკრებულოს სხდომისთვის მომზადება დაევალა საკრებულოს აპარატს.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2025 წლის 26 მარტს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2025 წლის 26 მარტს.

 

სიახლეები