სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა.
ცაგერის კულტურის ცენტრში საგაზაფხულო კონცერტი გაიმართა.
კონცერტში, მონაწილეობდნენ კულტურულ ცენტრთან არსებული შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ლეჩხუმი" და ,,ახალი თაობა".
საგაზაფხულო კონცერტს ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ჭაბუკი ჭაბუკიანი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


