სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ტრენინგში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ

საქართველოს მუნიციპალიტეტების არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებისთვის ორდღიანი ტრენინგ-სემინარი მიმდინარეობს ქუთაისში
ტრენინგის მიზანია, არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებს გააცნოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურის და სამშენებლო საქმიანობის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებები: „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ და „ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“
ტრენინგს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი ესწრება. ორი დღის განმავლობაში მასში მონაწილეობენ: იმერეთის 12, გურიის 3, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები
ტრენინგ-სემინარი დატვირთულია ინფორმაციის გაცვლით, პრაქტიკული მაგალითებით და ინტერაქტიული განხილვებით. გათვალისწინებულია, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის არსებული გამოცდილება და განხორციელებული პროექტები
ტრენინგ-სემინარები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მონაწილეობით გაგრძელდება
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მხარდამჭერი კი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ).

სიახლეები