სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა

 

2025 წლის  25 მარტს,  ცაგერის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოში     ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის  სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრი მარიკა კოპალიანი.

განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ.
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის # 23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.


სიახლეები